სრული სვლით პრემიერლიგისკენ - ჩისკომ "უოტფორდი" გარდასახა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდს" პრემიერლიგისკენ მიუძღვის. ესპანელმა გუნდი 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც ჩემპიონშიპში 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი 72 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

37-ე ტურში "უოტფორდმა" გასვლაზე "როტერჰემი" 4:1 დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 20 მარტს "ბირმინგემს" უმასპინძლებს.

ნამატჩევს ჩისკომ შემდეგი განაცხადა: "უკეთესად თამაში შეგვიძლია, ბურთი სხვადასხვა სიტუაციაში უკეთესად უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენი გუნდი კარგად თამაშობს და ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ახლა დამშვიდება არ შეიძლება, ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ვინაიდან რთული მატჩები
გველის, შეიძლება მძიმე დროება დაგვიდგეს.

როდესაც აქ მოვედი, პრობლემებზე საუბრობდნენ, გასვლაზე თამაში გვიჭირდა. ბალანსს მივაღწიეთ, გუნდი გაუმჯობესდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
აშკარაა რომ ჩისკო საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია, აგედან გამომდინარე ისიც დასტურდება, რომ თბილისი დინამოს მენეჯმენტი ძალიან არაკვალიფიციურია და მისი პრეზიდენტი, რ.ფიფია ცუდად ერევა გუნდის საქმეებში ისე რომ ამის კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნია.
გიონატ
14:13 17-03-2021
0
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ ლიგებთან არაფერი აქვს საერთო. სამწუხაროდ ეს არის მოყვარულ ფეხბურთელთა ჩემპიონატი მთელი თავისი ატრიბუტიკით, ასე რომ შედეგებიც შესაბამისი მოდის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მგონი ყველა პასუხიმგებელი პირი ძალიან კმაყოფილია ამით და რა, როგორ ან თუნდაც რატომ უნდა შეიცვალოს მომავალში უკეთესობისკენ უბრალოდ ვერ ვხვდები.
ირაკლი
14:11 17-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული