"მანჩესტერ სიტი" მორიგი ტიტულისკენ სრული სვლით მიემართება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ მაისს, პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ქალაქელებმა" საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს და 2 წუთში 2 გოლით შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. თავი სერხიო აგუერომ და ფერან ტორესმა გამოიჩინეს.

ამრიგად, "კრისტალ პალასი" 38 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, "მანჩესტერ სიტი" 80 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მორიგი პრემიერ ლიგის ტიტულისკენ მიიწევს.

"პალასი" მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, "შეფილდის" წინააღმდეგ გამართავს, "ქალაქელები" იმავე რიცხვში "ჩელსის" უმასპინძლებენ, ამ შეხვედრამდე კი პეპ გვარდიოლას
შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი პსჟ-სთან მოუწევს, ეს შეხვედრა 4 მაისსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ინგლისელებმა 2:1 მოიგეს.

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. "სიტიმ" პსჟ-ს თამაში შემოუტრიალა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

alt"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მოგებისაკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული