
"ლივერპული" მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და ფეხბურთელმა კლუბს მოთხოვნა წაუყენა.
"ინდეპენდენტის" ცნობით, სალაჰს უნდა ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 300-380 ათასი ფუნტი დაუნიშნონ. მისი ამჟამინდელი ანაზღაურება დაახლოებით 200 ათასია.
ეგვიპტელს "ლივერპულთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.