"ნიუკასლი" ტერ შტეგენის შესაძენად ემზადება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ნიუკასლი" საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ იბნ სალმანმა შეიძინა, კლუბს სულ სხვა ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდა და სატრანსფერო ბაზრისთვის მზადებას შეუდგა.

El National-ის ცნობით, "ნიუკასლი" "ბარსელონას" 29 წლის მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სამსახურით დაინტერესდა და მზადაა 55 მილიონ ევროდ შეიძინოს.

თუმცა, თავად ტერ შტეგენი შეიძლება წინააღმდეგი წავიდეს, ვინაიდან ამბობს, რომ "ბარსაში" თავს ბედნიერად გრძნობს და კატალონიური გუნდის დატოვების შემდეგ გერმანიაში დაბრუნდება.

"ნიუკასლი" მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა ძნელად თუ დაითანხმებს, რამეთუ გუნდი ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და არაა გამორიცხული,
პრემიერლიგიდანაც გავარდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული