შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, თქვა, რომ მისი გუნდის ექსმწვრთნელს, ალექს ფერგიუსონს, ყოველთვის ეშინოდა "ლივერპულის" თავდამსხმელ სტივ მაკმანამანის:

"ფერგიუსონს სტივის შიში ჰქონდა. მაკმანამანი პრემიერლიგაში მეტოქეთა ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყურადღებას აქცევდა.

დიახ, შეიძლებოდა ალან შირერი ან სხვა დიდი მოთამაშეები ეხსენებინა, მაგრამ მათი ასეთი შიში არასოდეს ჰქონია. სტივი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო. ფერგი მუდამ თვლიდა, რომ თუ მას თამაშიდან გამოთიშავდნენ, "ლივერპულთან" პრობლემები არ იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული