ლონდონის "ჩელსი" "ასტონ ვილასთან" 28-ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა - ჯეიმსმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. თომას ტუხელის შეგირდებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს, რაშიც გადამწყვეტი ფატორი რომელუ ლუკაკუს მოედანზე შემოსვლა გამოდგა. ბელგიელმა 56-ე წუთზე ჰადსონ-ოდოის პასი გამოიყენა, შეხვედრის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ჟორჟინიომ გოლად აქცია. თავის მხრივ, იტალიელმა ნახევარმცველმა მატჩში მეორე პენალტი (სეზონში რეკორდული მე-10) გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
41 ქულით მე-3 ადგილზე მყოფი "ჩელსი"
ლონდონის მეორე კლუბმა "არსენალმა" სტუმრად "ნორვიჩს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბუკაიო საკამ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს.
მიკელ არტეტას გუნდიდან გოლები ტირნიმ, ლაკაზეტმა და სმიტ როუმაც გაიტანეს, მარტინ ოდეგორის ანგარიშზე კი 2 საგოლე პასი იყო.
19 შეხვედრის შემდეგ "არსენალს" 35 ქულა აქვს, მე-4 ადგილს იკავებს, 2022 წლის პირველ მატჩში კი "მანჩესტერ სიტის" დაუხვდება.
პეპ გვარდიოლას გუნდი "დაფრინავს". მანჩესტერელებმა "ლესტერთან" მორიგი მშვენიერი წარმოდგენა დადგეს. შეხვედრაში 9 გოლი გავიდა.
ანგარიში კევინ დე ბრუინმა ულამაზესი დარტყმით გახსნა - ბელგიელმა წარმოუდგენლად ეფექტურად იმოქმედა. პირველ ნახევარში "სიტიმ" კიდევ 3 გოლი გაიტანა - მაჰრეზმა და სტერლინგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმები გამოიყენეს, ერთი გოლი გიუნდოგანის ანგარიშზე იყო.
მეორე ტაიმში შეხვედრა მოულოდნელად დაიძაბა - მედისონის, ლუკმენისა და იჰეანაჩოის გოლების შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა ლაპორტმა და სტერლინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 6:3
"სიტი" 47 ქულით ლიდერია და 29 დეკემბერს "ბრენტფორდს" ესტუმრება. ამავე დღეს ბრენდან როჯერსის მეათეადგილოსანი "ლესტერი" თავის ყოფილ კლუბ "ლივერპულს" უმასპინძლებს.
რა ფინანსური სარგებელი მოაქვს პრემიერლიგაში თამაშს
"სიტი" მზადაა ჰოლანის გამო 4 ფეხბურთელი გაყიდოს
მინამინოს ბოლო წამებზე გატანილი გოლი და პენალტების სერიაში დამარცხებული "ლესტერი" [VIDEO]