მასპინძლები პირველ ტაიმში საკამ დააწინაურა, 57-ე წუთზე მარეზმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 59-ე წუთზე მსაჯმა „მეთოფეთა“ მცველი მაგალიაეში გააძევა, ხოლო კომპენსირებულ დროში როდრიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
პეპ გვარდიოლას გუნდი 53 ქულით ლიდერია და 15 იანვარს მეორეადგილოსან „ჩელსის“ უმასპინძლებს, რომელიც 11 ქულით ჩამოიტოვა.
ლონდონი. „ემირეითსი“. 59 757 მაყურებელი
არსენალი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 საკა (31), 1:1 მარეზი (57, პენ), 1:2 როდრი (90+3)
გაძევება: მაგალიაეში (59)