პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ჩელსი".
გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრიუინმა გაიტანა.
"სიტიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ 12 გამარჯვება იზეიმა, სერია 6 ნოემბრის შემდეგ გრძელდება, 56 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ჩელსის" 13 ქულით უსწრებს და 22 იანვარს სტუმრად "საუთჰემპტონს" შეხვდება.
"ჩელსიმ" მთელი მატჩის განმავლობაში კარში ერთხელ დაარტყა, 4 დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მისი წაუგებელი 11-მატჩიანი სერია.
"ლივერპული" "ქალაქელებს" 14 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 319 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ჩელსი 1:0
გოლი: დე ბრუინი (70)