ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ლივერპულმა" "ნორვიჩს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე სტუმრები მილოტ რაშიცას გოლის წყალობით დაწინაურდნენ.
მერისაიდელებმა 2 გოლის გატანა 64-ე და 67-ე წუთებზე მოახერხეს, გოლები სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა (ალისონის ასისტით) გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი 81-ე წუთზე ლუის დიასმა დააფიქსირა.
ამრიგად, "ლივერპული" 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნორვიჩი" 17 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში (26 თებერვალს) კი "საუთჰემპტონს" ესტუმრება.