პატრის ევრამ კრიშტიანო რონალდოს კრიტიკოსებს დასცინა.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" 3:2 მოუგო, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი "მამლების" კარი 3-ჯერ აიღო.
"ძმაო, გთხოვ, დარჩი "იუნაიტედის" პრობლემად" - განაცხადა ფრანგმა ექს ფეხბურთელმა (2006-2009 წლებში ერთად თამაშობდნენ).
"წითელი ეშმაკების" 37 წლის თავდამსხმელმა ინგლისელთა რიგებში დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე ჯამში 32 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 18 გოლითა და 3 აისტით გამოიჩინა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით