კრიშტიანო რონალდო - ზედიზედ მე-13 30-გოლიანი სეზონი

AutoSharing Option
მიუხედავად გუნდის ნაკლებად წარმატებული სეზონისა, კრიშტიანო რონალდომ 2021/22 წლების სეზონში 30-გოლიანი ზღვარი მაინც გადალახა.

37 წლის პორტუგალიელმა "ბრენტფორდთან" შეხვედრაში (3:0) სტუმართა კარი ერთხელ აიღო და ხსენებულ ნიშნულსაც გადასცდა. რონალდომ "წითელი ეშმაკების" მაისურით 24 გოლი გაიტანა (18 პრემიერლიგაში), 6 კი ეროვნული ნაკრებისათი. ამ შედეგით ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "ტოტენჰემის" სამხრეთკორეელ სონსა (19) და "ლივერპულის" ეგვიპტელ ლიდერს, მოჰამედ სალაჰს (22) ჩამორჩა.

კრიშტიანოს მსგავს შედეგს მისი ყოფილი თანაგუნდელი დიმიტარ ბერბატოვი გამოეხმაურა:

"რონალდომ დაამტკიცა, რომ 37 წლის ასაკში პრემიერლიგაში ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე
თამაში. მას მოსწონს ხალხისთვის ბევრი რაღაცის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც სურს კიდევ რამდენიმე სეზონით უმაღლეს საფეხურზე თამაში. როდესაც კარიერას დაასრულებს, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის საშინელი დღე იქნება, რადგან ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა ბერბატოვმა.

პორტუგალიელისთვის ასაკი მხოლოდ რიცხვია. 2021/22 წლების სეზონში პორტუგალიელმა იმ ნიშნულს მიაღწია, რა მაჩვენებლიც 2008/09 წლებში ჰქონდა. "წითელი ეშმაკების" ლიდერმა ხსენებულ სეზონში მეტოქის კარი 18-ჯერ აიღო და მადრიდის "რეალისკენ" გაეშურა. მაშინ რონალდო 24 წლის იყო და მსგავსი რეზულტატის დასაფიქსირებლად 33 მატჩი დასჭირდა, 37 წლის ასაკში კი 29 შეხვედრაში დააფიქსირა მსგავსი შედეგი...

ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ პორტუგალიელის ინგლისური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გუნდს ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ამ შემთხვევაში თითქოსდა წარმოუდგენელია შემტევმა კარიერის ერთ-ერთი უკანასკნელი სეზონი მის საყვარელ ტურნირზე თამაშის გარეშე ჩაატაროს. ამ ფაქტს რონალდოს ექსთანაგუნდელი, როი კინი ეხმაურება:

"უამრავი სპეკულაცია არსებობს, თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კრიშტიანომ მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა არ მოირგოს. თუ მის დასახულ მიზნებს დააკვირდებით, მაშინ დაინახავთ, რომ ის ჯერ კიდევ საშიში ფეხბურთელია და ნებისმიერ სპეციალისტს მასთან ერთად მუშაობა ენდომება".

ასეა თუ ისე, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა გოლეადორმა სეზონში 30-გოლიანი ზღვარი ზედიზედ მე-13 სეზონში დააფიქსირა, რაც მართლაც რომ ზღაპრული შედეგია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუძიიიიი სიიიიიიიიიიიი!!!!!
serxio ramos
18:33 11-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული