"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის "წითელი ეშმაკების" რიგებში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. ამბობენ ერიკ ტენ ჰაგის პირველი ტრანსფერი ფრენკი იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. დე იონგი სწრაფია, კარგი დრიბლინგი აქვს, იცის რთული სიტუაციებიდან როგორ გამოძვრეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მის თამაშში დადებითი ბალანსი ნამდვილად არის.
"იუნაიტედი" ეძებს ფეხბურთელებს, რომლებიც მატჩის ტემპს აკონტროლებენ და გუნდს წინ წევენ, ვფიქრობ, ფრენკი შესანიშნავი დანამატი იქნება" - ციტირებს რიოს სიტყვებს Goal.com-ი.
მომზადებულია championat-ის მიხედვით