"არსენალმა" 28 წლის მეკარე დაიმატა - ახლა ლენოს წასვლა შეუძლია

AutoSharing Option
"არსენალმა" გვაუწყა, რომ MLS-იდან "ნიუ ენგლანდის" 28 წლის მეკარე მეთ ტერნერი დაიმატა. ლონდონელებმა ფეხბურთელს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მის სანაცვლოდ 6,7 მილიონი დოლარი გადაიხადეს, 3 მილიონს კი ბონუსებით გადაიხდიან.

ტერნერი აარონ რამსდეილის დუბლიორი იქნება და ბერნდ ლენოს შეცვლის, რომელიც ამ ზაფხულს "ემირეიტსიდან" აიბარგებს.

ტერნერი 2021 წელს MLS-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული