"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა:
"მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს უცნაური ტრანსფერი იყო. მუდამ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე კარგად თამაშობდა, ეს მომენტი დადგებოდა. 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და ამის დაჯერება არ შემეძლო, ის ხომ მეორე ვიოლინოს როლზე არასოდეს დათანხმდებოდა. თუმცა კარიერის გარკვეულ ეტაპზე უნდა მიხვდე, რომ ის აღარ ხარ. პროფესიონალია და გრძელი კარიერა გამოუვიდა.
37 წლისაა, ამ სეზონში 38-ის გახდება. ის ძველი რონალდო უკვე აღარაა. ჯერჯერობით შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ ის აღარაა, რაც ადრე
იყო. შეიძლება ვცდები, მაგრამ არც ერთ კლუბს არ სურს. ახლა ყველაფერი ისე მოჩანს, რომ "მანჩესტერს" მისი თავიდან მოცილება არ შეუძლია, ვინაიდან ის ევროპაში არავის არ უნდა.
ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".
ჩემი აზრით, ტენ ჰაგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ რონალდო არ სჭირდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ "მანჩესტერის" ფეხბურთელებს მისი გუნდში ყოფნა სურთ".
რონალდუს შეცდომა იყო რეალის დატოვება, ფულზე გააკეთა აქცენტი და არა კარიერაზე, პერესი სთავაზობდა ორი წლით და შემდგომ ყოველ წელს გახანრძლივებას კონტრაქტისა და რეალშივე უნდა დაესრულებინა კარიერა, მაგრამ იუვესგან არჩია 4 წლიანი კონტრაქტი და ეხლა უკვე არავის აღარ უნდა იმიტომ რომ ძალიან მაღალი ხელფასი აქვს