28 წლის კიპერი კიევური გუნდის აღზრდილია და მას უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. იწერება იმის შესახებაც, რომ ბუსჩანის სამსახურით "ვესტ ჰემიცაა" დაინტერესებული.
მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკების" სახელს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც აქტიურად უკავშირებენ. შესაძლოა, "მანჩესტერმა" არჩევნი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მეკარეებიდან ერთ–ერთზე - გიორგისა და გეორგის შორისაც გააკეთოს...