ორი გოლი საკუთარ კარში - "ლივერპულმა" "ლესტერს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-16 ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:1 სძლია "ლესტერს".

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი სტუმრებმა გაიტანეს - ჯერ კირნან დიუძბერი-ჰოლმა ანგარიში გახსნა, შემდეგ კი შვიდწუთიან ინტერვალში საკუთარი გუნდის კარი ორჯერ დალაშქრა 24 წლის ბელგიელმა მცველმა ვაუტ ფასმა.

ფასი პრემიერლიგის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა.

"ლივერპულმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულით მე-6 ადგილზეა და 2 იანვარს გასვლაზე "ბრენტფორდს" შეხვდება.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ლესტერი 2:1
გოლები: 0:1 დიუძბერი-ჰოლი (4), 1:1 ფასი (38, საკ. კარში), 2:1 ფასი (45, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კალაძეს მაინც ვერ მოუჯოკრა, კალამ ნაკრებში შეასრულა დუბლი.
ჟორა
01 იანვარი 2023 15:07
3
ეტყობა მერობას უმიზნებს.
G.LA
31 დეკემბერი 2022 14:32
8
გატუზოს ძმაკაცს საახალწლოდ საჩუქარი მიართვეს, რათა მარტოსულად არ გრძნობდეს თავს რეკორდების წიგნის შესაბამის განყოფილებაში. გაგმაზეს ლარებით, ძვირფასო ვაუტ???!!!
ელიასი
31 დეკემბერი 2022 11:35
13
ბრიუსელის მერობას უმიზნებს ეტყობა :)
გიო
31 დეკემბერი 2022 08:42
8
ეგეც სამტერდიელია?
gzp
31 დეკემბერი 2022 07:45
9
ჩვენთან ჩამოვიდეს,სამტრედიის მერად ავირჩევთ
კაკო
31 დეკემბერი 2022 07:28
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული