"ჩელსის" მორიგი შენაძენი - ამჯერად მცველი საფრანგეთიდან
AutoSharing Option
"ჩელსიმ" "ლიონიდან" 19 წლის ფრანგი მცველი მალო გუსტო შეიძინა. ფეხბურთელმა ბედი ლონდონელებს 2030 წლამდე დაუკავშირა, სეზონის დარჩენილ ნაწილს კი იჯარით ისევ "ოლიმპიკში" გაატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" ახალგაზედა უკანახაზელის ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
მიმდინარე სეზონში გუსტომ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.