The Guardian-ის ინფორმაციით, კატარელ ემირს "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენა სურს. ინვესტორი, რომელიც ემირის ოჯახთანაა დაკავშირებული, პარასკევს "წითელი ეშმაკუნების" ყიდვის დაახლოებით 4 მილიარდი ფუნტის ღირებულების შეთავაზებას გააკეთებს.
მათ მიაჩნიათ, რომ "მანჩესტერის" ღირებულება შესაძლოა, მაქსიმუმ 4,5 მილიარდ ფუნტს შეადგენდეს.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის ამჟამინდელი მფლობელი გლეიზერების ოჯახი კლუბს 6 მილიარდ ევროდ აფასებს.