"მანჩესტერ სიტიმ" "ლესტერი" დამაჯერებლად დაამარცხა და "არსენალს" მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერ სიტი" გასავარდნ ზონაში მყოფ "ლესტერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

მატჩი თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-5 წუთზე ჯონ სტოუნსმა ულამაზესი დარტყმით "ქალაქელები" დააწინაურა.

გატანილი გოლიდან 8 წუთში ერლინ ჰოლანმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 25-ე წუთზე ნორვეგიელმა კევინ დე ბრუინის პასით ისარგებლა და დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ გვარდიოლას გუნდი ფლობდა, თუმცა 75-ე წუთზე "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფორვარდმა კელეჩი იჰეანაჩომ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "ქალაქელები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "არსენალს" 3 ქულით ჩამორჩებიან. "სიტი" მომდევნო მატჩს 19 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლესტერი" 25 ქულით მე-19 ადგილს იკავებს. "მელიები" 22 აპრილს "ვულვზს" დაუპირისპირდებიან.

alt"მანჩესტერ სიტიში" დარწმუნებული არიან, რომ გვარდიოლა მალე გუნდს დატოვებს

alt"მანჩესტერ სიტის" ქულების ჩამოკლება ან პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება

alt"მანჩესტერ სიტის" ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული