ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "ლივერპულმა" "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა შესანიშნავი თამაში იხილეს.
47-ე წუთზე დიეგუ ჟოტამ ანგარიში გახსნა, 51-ე წუთზე ნეკო უილიამსმა წონასწორობა აღადგინა, 55-ე წუთზე იმავე ჟოტამ მერსისაიდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, 67-ე წუთზე მორგან გიბს-უაითმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა, გამარჯვების მომტანი გოლი კი მოჰამედ სალაჰმა 70-ე წუთზე გაიტანა.
ამრიგად, 31 გამართული მატჩის შემდეგ "ლივერპული" 50 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, კონფერენს ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებს, ევროპა ლიგამდე
- 3, ჩემპიონთა ლიგამდე კი - 6.
იურგენ კლოპის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 26 აპრილს, "ვესთ ჰემთან" გამართავენ.
რაც შეეხება "ნოტინგემს", 27 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფებიან, იმავე 26 აპრილს კი "ბრაიტონს" უმასპინძლებენ.