დიაბიმ არაბებს უარი უთხრა და პრემიერ ლიგას მიაშურა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" გვაუწყა, რომ "ლევერკუზენიდან" 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ 24 წლის ფორვარდი მუსა დიაბი შეიძინა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგს ძალიან მომხიბვლელი და სარფიანი წინადადება "ალ ნასრიდან" ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა.

დიაბის საფრანგეთის ნაკრების ფორმა 9 შეხვედრაში მოურგია. მან გასულ სეზონში "ლევერკუზენის" რიგებში ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული