ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "ლაიფციგმა" და "ტოტენჰემმა" შეთანხმებას მიაღწიეს, რის მიხედვითაც გერმანული გუნდის ფორვარდი ტიმო ვერნერი მომდევნო 6 თვეს იჯარის წესით "დეზებში"გაატარებს.
27 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება ლონდონში და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ენჯ პოსტეკოღლუს გუნდს შეუერთდება.
ვერნერი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ლონდონური გუნდის ღირსებას უკვე იცავდა და 2020/22-წლებში "ჩელსიში" ირიცხებოდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.