"გუნდში ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში გავფრინდით. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბიზნესკლასით იმგზავრეს, ჩვენ კი - ეკონომით.
პორტუგალიელს სურდა, პირველივე დღიდან დაემტკიცებინა, რომ აქ მთავარი ის იყო და მისთვის სახელები და ავტორიტეტები არ არსებობდა.
იქიდან წამოსვლისას პრეტენზია გამოვთქვი და აღვნიშნე, რომ არსად არ გავფრინდებოდი, სანამ ახალგაზრდა ბიჭები არ
მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მკითხა, რა პრეტენზია მქონდა. საბოლოოდ, ჩემს მიზანს მივაღწიე", - იხსენებს ტერი Youtub-ზე საიმონ ჯორდანთან საუბრის დროს.
ვილაშ-ბოაში "ჩელსის" 2011/12 წლებში ავარჯიშებდა, მისმა შემცვლელმა რობერტო დი მატეომ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
როცა ძალით ცდილობ,პოზიციების გამაგრებას,რქებიც მაგარი უნდა გქონდეს.აშკარაა,რომ ფეხბურთელებმა შეჭამეს ბოაში.უპატივცემულობა არ აპატიეს.