Sport Mediaset-ის მტკიცებით, 26 ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა დიდი ალბათობით პრემიერლიგაში გადაბარგდება.
გამოცემა იტყობინება, რომ კიეზა არც "რომაში" გადავა და არც "ნაპოლიში" და "ტოტენჰემთან" გააფორმებს კონტრაქტს.
"იუვენტუსი" ტრანსფერში 30-35 მილიონ ევროს მიიღებს. კიეზამ გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.