რაბიოს ესპანეთში გადასვლა არ გამოვიდა და ახლა თვალი პრემიერლიგისკენ უჭირავს

AutoSharing Option
As-ის ინფორმაციით, მადრიდული გუნდები "რეალი" და "ატლეტიკო" ფრანგი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დამატებას განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი განაცხადეს.

ახლა ფეხბურთელის დედა ვერონიკა, რომელიც ამავდროულად შვილის აგენტიცაა, მოლაპარაკებებს პრემიერლიგის გუნდებთან, "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ლივერპულთან" აწარმოებს.

ინფორმაციისთვის, 29 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი პერიოდის შემდეგ "იუვენტუსი" ამ ზაფხულს დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.

გასულ სეზონში მან ტურინული გუნდის ფორმა 35 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ჰგავს ეს ფრანგს. აყვანილი იქნება. :)
კევინი
07:16 06-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული