"ვესტ ჰემმა" ესპანელი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თავის თანაშემწეებიანად სამუშაოდან დაითხოვა.
მიზეზი ლონდონური გუნდის უხეირო ასპარეზობაა, რომელიც 20 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 23 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა.
The Athletic-ის ჟურნალისტი დავიდ ორნსტეინი იტყობინება, რომ "ვესტ ჰემი" უკვე მოელაპარაკა გრემ პოტერს 2.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე და ის გუნდს პარასკევს "ასტონ ვილასთან" მატჩში უხელმძღვანელებს.
პოტერი ბოლოს "ჩელსის" თავკაცი იყო, რომელიც 2023 წლის აპრილში დატოვა.