"მილანი" ნიკოლა კალინიჩს 25 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
გუშინ "მილანმა" მოლაპარაკება გამართა ფლორენციის "ფიორენტინასთან" 29 წლის ხორვატი ფორვარდის ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერზე და შედეგსაც მიაღწია.

ერთსეზონიან არენდაში როსონერი 5 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გაისად ვალდებული იქნება კონტრაქტი 20 მილიონად გამოისყიდოს. ამ დღეებში ნიკოლა მედშემოწმების გასავლელად იტალიაში ჩავა.

კალინიჩმა იტალიის ჩემპიონატზე გასულ სეზონში 32 მატჩში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჟამად ის სამშობლოშია, ჯერ "ვიოლაში" არ გამოცხადებულა, კლუბი დასჯას უპირებდა, თუმცა ხელმძღვანელობას დაუკავშრდა და უთხრა, ავად ვარ და ცნობას წარმოვადგენო. დასჯას კი უპირებდნენ, მაგრამ აწი რაღა დროისაა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული