
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გუნდის მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა. მისი თქმით, ეს ასე არაა, ძლიერი ფეხბურთელები კი დაიმატეს, მაგრამ ჯერ გუნდად უნდა ჩამოყალიბდნენ, შემდეგ ძლიერ გუნდად, იტალიაში უფრო შეთამაშებული გუნდები არიან, გრანდობამდე ბევრი უკლიათ, თუმცა საამისოდ საფუძვლის ჩაყრა დაიწყეს.