დელ პიერო: ეს "ინტერი" მანჩინისას სჯობს

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მიიჩნევს, რომ თანამედროვე "ინტერი" უფრო ძლიერია, ვიდრე იმ დროინდელი, როცა გუნდს რობერტო მანჩინი წვრთნიდა.

"ეს შემადგენლობა უფრო ძლიერი მგონია, ვიდრე ორი წლის წინანდელი, რომელსაც რობერტო მანჩინი ხელმძღვანელობდა. ვფიქრობ, გუნდი ძალიან კარგ და დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს. დარწმუნებული ვარ, რომ "ინტერი" სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, ვიდრე წინა სეზონში. მე უფრო შორსაც წავალ. მილანურ კლუბს იტალიის ჩემპიონატის სამ საუკეთესო გუნდში ვხედავ", - ასე ფიქრობს დელ პიერო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული