იკარდი, რომელმაც თანაგუნდელს ცოლი წაჰგვარა, კლუბში მუშაობას არ აპირებს

AutoSharing Option
ჩინებულ ფორმაში მყოფმა მილანის "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

"მინდა ნერიაძურიში დიდხანს დავრჩე და ჩემს გუნდთან ერთად დიდი ტურნირი მოვიგო. ფრანჩესკო ტოტივით ფეხბურთს 40 წელი არ ვითამაშებ და არც მასსავით სპორტული დირექტორი არ გავხდები.

მწვრთნელობაც არ მხიბლავს. უბრალოდ, მამა ვიქნები და ოჯახს მივხედავ".

შეგახსენებთ, 2014 წელს, როდესაც გენუის "სამპდორიაში" თამაშობდა, მაურომ თანაგუნდელსა და თანამემამულეს მაქსი ლოპესს სამშვილიანი მეუღლე ვანდა ნარა წაჰგვარა, მეოთხე შვილი გააჩენინა და ბედნიერად ცხოვრობენ.

იკარდის შესახებ დიეგო მარადონამ თქვა, ჩემს დროს მასეთი რამ
ვინმეს რომ ჩაედინა, გასახდელში ცემით მოვკლავდითო, ხოლო ლეო მესის მოთხოვნით, ადრე მაუროს ნაკრებში არ იძახებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ მარადონასაც და მესისაც!!
giga
11:29 27-10-2017
0
კაცური წესით მეხუთე მას თვითონვე უნდა გაეჩინა, თანაც სრული არგენტინული ნაკრების ფერებში. და ხშირად ახსენებენ ხოლმე რაიან გიგზს და მის მიღწევებს. იმ შემთხვევაშიც უნდა გააუქმო მისი ყველანაირი მიღწევა და ტიტული. "კაცი" რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ რძალს, ძმის ცოლს ხმარობდა, ყველანაირი ადამიანური კანონით არ აქვს უფლება იყოს საზოგადოებრივი და რეკლამირებული ადამიანი, რომ მის მაგალითზე მომავალი თაობა არ იზრდებოდეს. სიკვდილიც კი ზედმეტი ფუფუნებაა ასეთი ამორალური "ადამიანებისთვის".
................
15:45 13-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული