მიუხედავად იმისა, რომ ხუან კუადრადო ტრავმირებულია და "ბებერ ქალბატონს" ნახევარდაცვაში გაძლიერება ესაჭიროება, ტურინელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე ამ შემადგენლობით მივლენ.
ჟურნალისტებმა მაროტას რიკარდო ორსოლინისთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომელიც ამჟამად ბერგამოს "ატალანტაში" ასპარეზობს. თუმცა, იტალიელმა ამ ტრანსფერზეც განაცხადა, რომ ჭორია და ფეხბურთელი "ატალანტაში" რჩება.