ორივე გუნდი დაღლილია ევროთასების გამო, მაგრამ ჩემპიონატში ბოლო დროს ორივე კარგ ფორმაშია და, წესით, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, მით უმეტეს, მეტოქეები უკანასკნელ მატჩებში არც შემტევ ფეხბურთზე ამბობენ უარს. თან "მილანს" ნავსი აქვს გასატეხი - ბოლო 4 მატჩიდან "რომასთან" ოთხივე წააგო.
"რომას" დამრიგებელ ეუსებიო დი ფრანჩესკოსა და "მილანის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს არაერთხელ გაურკვევიათ ურთიერთობა მინდორზე. ახლა ისინი სამწვრთნელო
"კალიარი" ყოველთვის სარგებლობს საშინაო გუნდის სტატუსით, მაგრამ "ნაპოლისთან" უნდა გაუჭირდეს. ნეაპოლელებმა ევროპალიგაზე კი ითამაშეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რანგით მეორე კონტინენტურ ტურნირზე ნეაპოლელები მხოლოდ მსუბუქად იტვირთებიან. მათი მთავარი მიზანი ხომ "სკუდეტოს" მოპოვებაა...
"ნაპოლის" იმედი აქვს, რომ "ატალანტა" გასვლით შეხვედრაში ქულებს წაართმევს "იუვენტუსს". ცხადია, ბერგამოელებისთვის ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ "იუვე" ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" ურთულესი საგარეო მატჩისთვის ემზადება, მაგრამ ამ თამაშში ვერ მოეშვება, რადგან სასწორზე იტალიის ჩემპიონობა დევს. საკმარისია, "ბებერ ქალბატონს" ფეხი დაუცდეს, რომ "ნაპოლი" ამ საჩუქარს აუცილებლად შეირგებს.
ნეაპოლურ კლუბს მეტოქესთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს - თუ მაურიციო სარის გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ჯანზე არიან, ამას ვერ ვიტყვით "იუვენტუსზე" - მასიმილიანო ალეგრის ისევ ჰყავს დაშავებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომ აღარაფერი ვთქვათ გონსალო იგუაინსა და ფედერიკო ბერნარდესკიზე, რომლებიც ტურინულ დერბიში დაშავდნენ.
არათანაბრად მოასპარეზე "ინტერს" გამარჯვების მშვენიერი შანსი ეძლევა. ლუჩანო სპალეტის მიერ გაწვრთნილი გუნდი აუტსაიდერ "ბენევენტოს" ეთამაშება. "ნერაძურიმ" მიგვაჩვია უსიამოვნო სიურპრიზებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ძნელია, დაეჭვდე მასპინძელთა წარმატებაში.
ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "ლაციო" მოსაგებად ეწვევა "სასუოლოს". რომაელებს შემადგენლობა არ დაეწუნებათ. ეგაა, ცოტა სტაბილურობა აკლიათ. ამ შეხვედრაში შემტევ ფეხბურთს უნდა ველოდეთ.
ფაქტები
- "ბოლონიასა" და "ჯენოას" შორის ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "კიევოს" მონაწილეობით ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "სასუოლოსა" და "ლაციოს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5 -ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ვერონასა" და "ტორინოს" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
- "იუვენტუსსა"და "ატალანტას" ბოლო 3 მატჩიდან ორში ფრე აღინიშნა.
- "მილანსა" და "რომას" შორის ბოლო 4 მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს.
სერია A. XXVI ტური
შაბათი, 24 თებერვალი
ბოლონია-ჯენოა 21:00
ინტერი-ბენევენტო 23:45
კვირა, 25 თებერვალი
კროტონე-სპალ 15:30
ფიორენტინა-კიევო 18:00
სამპდორია-უდინეზე 18:00
სასუოლო-ლაციო 18:00
ვერონა-ტორინო 18:00
იუვენტუსი-ატალანტა 21:00
რომა-მილანი 23:45
ორშაბათი, 26 თებერვალი
კალიარი-ნაპოლი 23:45
ბომბარდირები: 22 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"