მასიმილიანო ალეგრი: ლამაზად თამაშით უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" იტალიის თასის ნახევარფინალში "ატალანტა" ორივე შეხვედრაში დაამარცხა (1:0, 1:0), მეთვრემეტედ გავიდა ფინალში, რაც რეკორდია (რომამ 17-ჯერ ითამაშა ფინალში), ნამატჩევს კი კომენტარი მისმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

"მინდა ბიჭები შევაქო. ჩვენი მიზანი იყო მარტისთვის სამივე ტურნირზე გაგვეგრძელებინა მონაწილეობა. პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა ფლანგებზე, სადაც მეტოქის ფეხბურთელები თავისუფლად იხსნებოდნენ. მეორე ტაიმში დუგლას კოსტა წინ წავწიე და მეტი მომენტები შევქმენით.

გონსალო იგუაინს კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და დავასვენე. ჯერ არ ვარჯიშობს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ლაციოსთან" თამაშს. დიდმა გუნდმა ლამაზად თამაშით უნდა
გაიმარჯვოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული