"მართლა ფსკერზე დავეშვით. ამ სიტუაციაში გუნდს დასვენების უფლებას ვერ მივცემდი. ოჯახთან ერთად ორი დღით ესპანეთში უნდა წავსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ ბილეთები დავხიე და ჩემს ბიჭებთან ერთად ვიმუშავებ.
ნუთუ, გულგრილ ადამიანს ვგავარ? ვარჯიშისას თოჯინებს თმას კი არ ვუვარცხნი. ჩვენი უხეირო თამაშით იმედგაცრუებული კი არა, არამედ გაცოფებული ვარ. 40 დღეა არ მოგვიგია.
იქ უნდა დავაბრუნო გუნდი, სადაც ყოფნასაც იმსახურებს. როდესაც ვიგებდით, ისე გვექცეოდნენ, თითქოს ყველანი ბრედ პიტები ვიყავით, ახლა კი მონსტრებად ვიქეცით".