არიგო საკი: "იუვენტუსმა" ჩემპიონი შეიძინა, ჩემპიონატი კი არა, სკუდეტო შეიძლება "მილანმა" მოიგოს

AutoSharing Option
ცნობილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელ რონალდოს შეძენა "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ აძლევს.

""იუვენტუსმა" ჩემპიონი შეიძინა, ჩემპიონატი კი არა. ფეხბურთი ინდივიდუალური მომენტებით შეზავებული სპორტის კოლექტიური სახეობაა. დარწმუნებული ვარ, მარტო ერთი ფეხბურთელი წარმატებას ვერ მიაღწევს.

თუმცა, რონალდო არაჩვეულებრივი მოთამაშეა და "იუვენტუსს" გააძლიერებს. დაეხმარება თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში? ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეერწყმება გუნდს. თუ არ მეთანხმებით, ამიხსენით, რატომ ვერ გახდა კრიშტიანო მსოფლიოს ჩემპიონი.

"იუვე" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მარტო რონალდოს დამატება საკმარისი არაა.

სკუდეტოსთვის ბრძოლაში
"მილანიც" ჩაებმება, რომელმაც გონალო იგუაინი ინათხოვრა და კლუბს მალდინი და ლეონარდო უხელმძღვანელებენ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანი წელს ვერ გაიქაჩება ჩემპიონობაზე,გუნდში იმდენი ცვლილებებია,იმდენი ახალი ფეხბურთელი მოვიდა,რომ მათ შეთამაშებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება,შესაბამისად დაჰკარგავს ქულებსაც.
სოსო
10:03 24-08-2018
0
მილანს გაუჭირდება ჩემპიონობა მილანი გავა მე5ზე პირველზე გავა რომა მეორეზე იუვენტუსი მესამეზე ნაპოლი მეოთხეზე ინტერი მეხუთეზე მილანი მეექვსეზე ლაციო
ტოტტი
19:03 23-08-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული