სერია A. VII ტურის წინ: სუპერმატჩი ტურინში შედგება

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში ორი ისეთი მატჩია, დანარჩენებს ჩრდილში რომ აქცევს. შეიძლება, სატურნირო თვალსაზრისით "იუვენტუსი"-"ნაპოლი" უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც რომაული დერბით დავიწყოთ.

რომი ორად გაიყოფა. მინდორზე რომ დანდობა არ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეგ არის, რომ "რომაში" აწეწილია სიტუაცია. ამას თავად ეუსებიო დი ფრანჩესკოც აღიარებს. შუა კვირის ტურში "ფროზინონეს" განადგურებამ (4:0) შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ამ "ფროზინონეს", ჯერჯერობით, ყველა "მშრალზე" უგებს...

ამიტომ, კითხვებზე პასუხს "ლაციოსთან" (რომელმაც ნელ-ნელა აკრიფა ტემპი) უმძიმესი ტესტი გაგვცემს. მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელობის
მატჩია, უკანა პლანზე გადადის, ვინ როგორ ფორმაშია მოცემულ მომენტში. ფეხბურთელები მინდორზე 100 პროცენტით დაიხარჯებიან.

მეორე სუპერმატჩი ტურინში შედგება, სადაც "იუვენტუსი" "ნაპოლის" დაუხვდება. ნეაპოლური კლუბი თეორიულად მაინც ითვლება სკუდეტოსთვის ბრძოლაში "ბებერი ქალბატონის" მთავარ კონკურენტად. ფავორიტი "იუვენტუსია", მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს სიურპრიზების შეთავაზება რომ შეუძლია, ფაქტია.

რა თქმა უნდა, "ნაპოლისთვის" მთავარი საფრთხე კრიშტიანო რონალდო იქნება. პორტუგალიელი ვარსკვლავი ბოლო შეხვედრებში შესანიშნავ ფორმაშია და გოლებიც გააქვს. "ნაპოლის" დაცვის მთავარი მისია სწორედ კრიშტიანოს შეჩერება იქნება. გასათვალისწინებელია, რომ ანჩელოტიმ "პარმასთან" ოთხშაბათის მატჩში ზოგიერთ წამყვან მოთამაშეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა...

"ინტერმა" წესით უნდა შეძლოს "კალიარის" ძლევა. რაც შეეხება "მილანს", "როსონერიმ" გუშინ "ემპოლისთან" წინა ტურის მატჩი მოითავა და კვირას კიდევ უფრო რთული გასვლითი შეხვედრა ელის "სასუოლოსთან".

გასაგებია, რომ სტატუსით "მილანი" ფავორიტია, მაგრამ დღევანდელი თამაშის ხარისხით ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამიტომ, ჯენარო გატუზოც ჯერჯერობით ბეწვის ხიდზეა...

ფაქტები
  • * "რომასა" და "ლაციოს" ბოლო მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა.
  • * "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • * "ინტერმა" ბოლო 3 შეხვედრაში აჯობა "კალიარის".
  • * "უდინეზე" უკანასკნელ 2 დაპირისპირებაში უკეთესი აღმოჩნდა "ბოლონიაზე".
  • * "კიევოსა" და "ტორინოს" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • * "ფიორენტინა" და "ატალანტა" უკანასკნელ 4 შეხვედრაში მშვიდობიანად გაეყარნენ ერთმანეთს.
  • * "ემპოლი" ბოლო 2 შეხვედრაში უკეთესი იყო "პარმაზე".

სერია A. VII ტური
შაბათი, 29 სექტემბერი
რომა-ლაციო 17:00
იუვენტუსი-ნაპოლი 20:00
ინტერი-კალიარი 22:30

კვირა, 30 სექტემბერი
ბოლონია-უდინეზე 14:30
კიევო-ტორინო 17:00
ფიორენტინა-ატალანტა 17:00
ფროზინონე-ჯენოა 17:00
პარმა-ემპოლი 20:00
სასუოლო-მილანი 22:30

ორშაბათი, 1 ოქტომბერი
სამპდორია-სპალ 22:30

ბომბარდირები: 6 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 5 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული