სერია A. IX ტურის წინ: მისი უდიდებულესობა დერბი დელა მადონინა!

AutoSharing Option
დერბი დელა მადონინა! - უქმეების ერთი-ერთი გამორჩეული მატჩი მთელ ევროპაში. მართალია, "ინტერი" მესამე ადგილზეა და "მილანი" - მეათეზე, მაგრამ ორ ძველ მოშუღარს შორის განსხვავება მხოლოდ 4 ქულაა. ამ დროისთვის გუნდების შემადგენლობა ოპტიმალურთან ახლოსაა.

გამოითქმის ვარაუდი, რომ თუ "მილანს" ეს თამაში ჩაუვარდა, შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯენარო გატუზოს შემცვლელის ძიებაც დაიწყოს. თუმცა არის საპირისპირო ვერსიაც - სანაკრებო პაუზამდე "როსონერიმ" ყოჩაღად ითამაშა და "რინომ" ნდობა მოიპოვაო..

გრანდებიდან პირველად საქმეში "რომა" ჩაერთვება. წესით, რომაელთათვის სპალ-ი გადაულახავი ბარიერი არ უნდა იყოს. მცირე ტრავმები აწუხებთ ხავიერ
პასტორეს, დანიელე დე როსისა და ალექსანდრ კოლაროვს, მაგრამ მათი თამაშის შანსი მაინც არსებობს. ახლა ყველაფერი რომაელ ექიმთა მარიფათზეა დამოკიდებული.

"ჯენოას" პატარა სასწაულის მოხდენა დასჭირდება იმისთვის, რომ უდანაკარგო "იუვენტუსი" მისსავე მოედანზე შეაჩეროს. მასპინძლებს წესით უნდა დააკლდნენ დუგლას კოშტა, სამი ხედირა და დანიელე რუგანი. რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებითაც კი "ბებერი ქალბატონი" აშკარა ფავორიტია.

"ნაპოლიმ" ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს "უდინეზესთან" გასვლითი შეხვედრა. ამის გაკეთება კარლო ანჩელოტის მიერ გაწვრთნილ გუნდს ნამდვილად შეუძლია. ეგაა, ნეაპოლელებს უფრო ყაირათიანად მართებთ საგოლე ეპიზოდების გამოყენება.

"ლაციო" ბოლო დროს სულ უგებს "პარმას" და ახლაც ფავორიტად ითვლება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ელიტაში წელს დაბრუნებულმა "პარმამ" უკვე ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა და რომაელები ვერ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ 3 ქულა მათ დარჩებათ.

კარგი მატჩი უნდა შედგეს "ფიორენტინასა" და "კალიარის" შორის. ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ. "იები" ახლოს არიან ლიდერთა ჯგუფთან.

ფაქტები
  • "რომა" ორჯერ ეთამაშა სპალ-ს და ორივე თამაში მოუგო.
  • "იუვენტუსმა" ბოლო 4 შეხვედრაში დაამარცხა "ჯენოა".
  • "ნაპოლიმ" ზედიზედ 5 თამაში მოუგო "უდინეზეს".
  • "ფროზინონესა" და "ემპოლის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ლაციო" ბოლო 4 შეხვედრაში აღმოჩნდა "პარმაზე" ძლიერი.
  • "ფიორენტინასა" და "კალიარის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ინტერისა" და "მილანის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დამთავრდა.

სერია A. IX ტური
შაბათი, 20 ოქტომბერი
რომა-სპალ 17:00
იუვენტუსი-ჯენოა 20:00
უდინეზე-ნაპოლი 22:30

კვირა, 21 ოქტომბერი
ფროზინონე-ემპოლი 14:30
ბოლონია-ტორინო 17:00
კიევო-ატალანტა 17:00
პარმა-ლაციო 17:00
ფიორენტინა-კალიარი 20:00
ინტერი-მილანი 22:30

ორშაბათი, 22 ოქტომბერი
სამპდორია-სასუოლო 22:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 5 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ჩირო იმობილე (ლაციო);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი იტალიური ფეხბურთის მცოდნე ჟურნალისტი რა გაგიხდათ ვინ არიაბ ეს მასხარა ჟურნალოსტები სერია ა ს ესე აბუჩად რო იგდებენ, დერბი დელა მადონინაა რომელოც ელ კლასიკოს არ ჩამოუვარდება თუ არ აღემატება კიდევაც და ესენი 2 წინადადადებით მოისტუმრეს ვაი თქვენ ჟურნალისტობას
Seria a
13:28 20-10-2018
0
seria A სჯობია ინგლისს სიძლიერით. სწორად არის მასზე წინ.
....
11:59 20-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული