იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი "ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის თამაშის ხშირი შეჩერებების გამო 100 წუთი გაგრძელდა. 96-ე წუთზე თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ რომაელები წინ გაიყვანა, 99-ე წუთზე კი ნახევარმცველმა რიკარდო საპონარამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ საპონარა თავისი გუნდის ტიფოზებთან ტრიბუნაზე შეხტა, მისი ფორმა გულშემატკივრებმა სუვენირად წაიღეს და დარჩა ნახევრადშიშველი.
"თვალები დავხუჭე და როდესაც გავახილე, ბურთი კარებში დავინახე. ტრიბუნაზე შევხტი და გულშემატკივრებმა ფორმა შემომახიეს", - გაიხსენა მომენტი ფეხბურთელმა.