შეიძლებოდა თუ არა დავიდე ასტორის გადარჩენა - იტალიის პროკურატურამ ორი ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
გულის შეტევით გარდაცვლილი "ფიორენტინას" კაპიტნის, დავიდე ასტორის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გულისცემის პრობლემები აღენიშნებოდა. როგორც იტალიური La Nazione იუწყება, ფეხბურთელმა 2016 წლის და 2017 წლის ივლისის თვეში ელექტროდიაგრამა ჩაიტარა, რამაც აჩვენა, რომ მისი გული ისე არ მუშაობდა, როგორც მისი დატვირთვის მქონე ადამიანის გულს უნდა ემუშავა.

გამოძიება ფლორენციისა და კალიარის ჰოსპიტლების ორი ექიმის წინააღმდეგ დაიწყო, რომლებსაც ფეხბურთელის ფიტნეს-აქტივობის კონტროლი ევალებოდათ, ერთს ასტორის "კალიარიში" თამაშისას, მეორეს კი მას შემდეგ, რაც იტალიელი
"ფიორენტინაში" გადაბარგდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შესაძლებელი იყო თუ არა მისი გარდაცვალების თავიდან არიდება.

დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში ქალაქ უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა.

altექსპერტიზის დასკვნა: ასტორი გადარჩებოდა, ვინმე მის ოთახში რომ ყოფილიყო

alt"ფიორენტინას" მწვრთნელმა დავიდე ასტორის სახელი ამოისვირინგა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული