
"როსონერიმ" 21 წლის ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადა. ლომბარდიული კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ლუკას პაკეტა "ახალი კაკა" იქნება და "მილანს" ძველი დიდების დაბრუნებაში დაეხმარება.
ლუკას პაკეტამ ბრაზილიური სერია A-ს 2018 წლის სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი აქვს გამართული.
"მილანი" დონარუმას გასხვისებას უპირებს