მასიმილიანო ალეგრი: აი, ამიტომ შევიძინეთ რონალდო

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასზე "მილანის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"ეს მატჩი რამდენიმე მომენტით შესანიშნავი იყო. "მილანმა" კარგად იასპარეზა. კესიეს გაძევების შემდეგ უკეთ თამაში და მეორე გოლის გატანა გვმართებდა. ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელები დაიღალნენ.

აი, ამიტომ შევიძინეთ რონალდო - მას დიდი გოლები გააქვს. თუმცა, მთელი გუნდი კარგად გაისარჯა.

ორი კონტრშეტევა გაგვეპარა. უფრო სწრაფად უნდა დაგვეხია უკან იმ მომენტში, როდესაც დიბალას გოლი გაგვიუქმეს. მაშინ მეტოქეს კონტრიერიშის საშუალება მივეცით.

დუგლას კოსტა კოჭლობდა, მაგრამ სერიოზული არაფერი არ სჭირს.

დიბალა კარგად მოქმედებდა,
ბევრი იშრომა, უფრო ხშირად უნდა დაერტყა კარში, მაგრამ ამის საშუალებას მცველები არ აძლევდნენ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
გეთანხმები სოსო მეც ორივეს მაგრად ვაფასებ მაგრამ პირველი ბარსას ფანი ხარ ვინც ასე საუბრობს
ვახო
17 იანვარი 2019 18:55
1
ატატატატა გასკდით გულზე !!!!! მესისთან რა უნდა რატო უნდა მივიდეს ??? დეიკარგა თქვენი მესი აწი დიდი დიდი სელტასთან და ლეგანესთან დუბლები 6 წელია ნორმალურ გუნდზე გოლი აღარ გაუტანია
ვახო
17 იანვარი 2019 18:52
5
6 წელია ნორმალურ გუნდთან გოლიარ გაუტანიაო? ვაიმე თქვენ ფეხბურთს კალკულატორში ხომარ უყურებთ :)))) საცოდაობაა უბრალოდ ამდენი ირონია და ცინიზმი რონალდოს ფანებმა მესის უნდა სცენ პატივი და პირიქით, ზედმეტია უკვე !!
T.k
18 იანვარი 2019 20:01
0
ვახო, აღარ დაიღალეთ ასეთი კომენტარებით? შენი როლანდო მაინტერესებს ,როგორ გუნდებთან იგებს? ერთი ეს აგვიხსენი რა?. და საერთოდ რას გადაეკიდეთ მესის, მესის გარდა სხვა ფეხბურთელებისკენაც გაიხედე. იცით ეს რისგან მოგდით? შური და ისევ შური იცით, რომ მესი ღირსეული ფეხბურთელია და ამის გამო ბოღმა გახრჩობთ. რა ასე არ არის!
ნონა
18 იანვარი 2019 15:52
2
წელს კიარა იუეშიც რო სამჯერ მოიგოს ლიგა მესისთან მაინც ვერ მივა
სლაუტა
17 იანვარი 2019 17:46
4
რატომ იყიდა იუვემ,ეგ გასაგებია.აი რატომ გაყიდა რეალმა,ეგაა გაუგებარი.
სოსო
17 იანვარი 2019 10:56
1
წელს იუვემ ჩემპიონთა ლიგა რო მოიგოს ნეტა მესისტები რას იტყვით ??? მაგრა მაინტერესებს
ვახო
17 იანვარი 2019 09:11
3
საკვირველი,ან სალაპარაკო,მანდ რა უნდა იყოს?იუვე ისედაც ძალიან ძლიერი და დაბალანსებული გუნდი იყო,ახლა კი მკვლელი იარაღიც აქვს.ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ბარსა უფრო დაუბალანსებელი გუნდია,რომელსაც აქვს სუსტი პოზიციები. იუვესაგან განსხვავებით,არც შემადგენლობის სიღრმე აქვს საკმარისი და ეს, წინა წლებშიც ჩანდა.ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად,11 კაცი,საკმარისი არ არის,ორი სრულფასოვანი შემადგენლობა უნდა გყავდეს.ასეა იუვე და ბარსას კი, რეზერვში სულ სამი ოთხი კაცი ეყოლება,ხანდახან,ეგეც არა.მესი ძალიან მაგარია,ისევე როგორც რონალდოც,მაგრამ ისინ ღმერთები არ არიან,რომ გუნდში სადღაც არსებული სიცარიელე კედლით გადაღობონ.სწორედ ამ სისუსტეებს იყენებენ ძლიერი კლუბები ბარსას წინააღმდეგ.თუმცა არც ამის გაკეთებაა ხოლმე იოლი.
სოსო
17 იანვარი 2019 15:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული