"მილანი" კშიშტოფ პიონტეკს 35 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"მილანმა" "ჯენოასთან" თავდამსხმელ კშიშტოფ პიონტეკის ტრანსფერი შეათანხმა.

23 წლის პოლონელ ფორვარდს როსონერი 35 მილიონ ევროდ შეიძენს.

"მილანი" მას ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერში "მილანი" ნახევარმცველ ალენ ჰალილოვიჩს ჩართავდა, რაც მართალი არ გამოდგა.

ამ სეზონში სერია A-ში კშიშტოფმა 13 გოლი გაიტანა და მასზე მეტი გოლი მხოლოდ "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოს აქვს გატანილი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული