ანდრეი შევჩენკო: კშიშტოფ პიონტეკი ჩემი მემკვიდრეა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ თავისი ყოფილი გუნდის, "მილანის" თავდამსხმელის კშიშტოფ პიონტეკის თამაში შეაფასა.

"პიონტეკი ჩემი მემკვიდრეა. გოლის არაჩვეულებრივი ალღო აქვს. ორივე ფეხით კარგად თამაშობს და თავითაც. როსონერის ძალიან ეხმარება", - ციტირებს შევჩენკოს Sport Mediaset-ი.

ამ სეზონში პიონტეკმა სერია A-ს 27 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან აგრეთვე თასის 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

"მილანი" 51 ქულით მე-4 ადგილზეა და 30 მარტს გენუაში "სამპდორიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული