სერია A-ს 30-ე ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "კალიარი".
"იუვეს" პერინი, სპინაცოლა, მანჯუკიჩი, დიბალა, ბარძალი, კუადრადო, ჰედირა, დუგლას კოსტა და რონალდო ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათ გარეშეც მიაღწია მიზანს.
ისე გამოიჩინა თავი 19 წლის თავდამსხმელმა მოიზე კინმა. მან ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
"ბებერმა ქალბატონმა" მეორეადგილოსან "ნაპოლის" 18 ქულით გაასწრო და 6 აპრილს "მილანს" უმასპინძლებს.
კალიარი. "სარდეგნა"
კალიარი - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ბონუჩი (22), 0:2 კინი (85)