ლეონარდო: ძალიან გულდასაწყვეტია მსაჯის აშკარა შეცდომების გამო "იუვენტუსთან" წაგება

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში სტუმრად "იუვენტუსთან" დამარცხების (1:2) შემდეგ, კომენტარი "მილანის" ტექნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ძალიან გულდასაწყვეტია მსაჯის აშკარა შეცდომების გამო "იუვენტუსთან" წაგება. არბიტრის საქციელი არაადეკვატური იყო.

რეფერიმ სიტუაცია უნდა დააწყნაროს, მან კი დამატებითი დაძაბულობა შექმნა.

არ მინდა კამათი, მაგრამ ეს სამწუხაროა", - ციტირებს ლეონარდოს Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Juve merda. Sul ase xdeba, ra azri aq video refers mainc myabafi sikos gamoaw ganacheni.
4

სიახლეები პოპულარული