"ნაპოლიმ" მოტივაცია დაკარგა, "ატალანტასთან" დამარცხდა და ვერცხლის მედლებიც არ დაკარგოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს, სერია A-ს 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ატალანტასთან".

"ნაპოლიმ" საჩემპიონო რბოლა "იუვენტუსთან" წააგო, უმოტივაციოდაა, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, ვერცხლის მედლებსაც ვერ დაეუფლება, რამეთუ "ინტერი" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

"ნაპოლის" მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კონფლიქტი აქვს თავდამსხმელ ლორენცო ინსინიესთან და ამ მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

"ნაპოლიმ" ბოლო 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და ანჩელოტიმ თქვა, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია აქვთ დაკარგული.

თავდამსხმელმა დრის მერტენსმა "ნაპოლიში" 105-ე გოლი გაიტანა, ედინსონ კავანის გადაასწრო და
გუნდის ისტორიაში მეოთხე ბომბარდირია.

"ატალანტა" კი უკანასკნელ 8 მატჩში დაუმარცხებელია, 56 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე მყოფ "მილანს" დაეწია.

ბერგამოელთა ფორვარდმა დუვან საპატამ მიმდინარე ჩემპიონატში 21-ე გოლი გაიტანა და კშიშტოფ პიონტეკსა (მილანი) და ფაბიო კვალიარელას (სამპდორია) 1 გოლით ჩამორჩება.

ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ატალანტა 1:2
გოლები: 1:0 მერტენსი (28), 1:1 საპატა (69), 1:2 პაშალიჩი (80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული