ლორენცო ინსინიე: მაურიციო სარის "იუვენტუსში" გადასვლა ნეაპოლელთა ღალატი იქნება

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ მისი გუნდის ყოფილი მწვრთნელის, მაურიციო სარის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლა შეაფასა.

"ეს ჩემს უკმაყოფილებას იწვევს. მან ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთა, ფეხბურთელებისთვის და მთელი ნეაპოლისთვის.

ის პროფესიონალია, მაგრამ თუ "იუვენტუსში" გადავიდა, ჩვენთვის, ნეაპოლელთათვის მტკივნეული იქნება. როდესაც ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ, ეს ღალატი იქნება", - ციტირებს ინსინიეს Football Italia.

სარი "ნაპოლის" 2015-18 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი ორჯერ გახდა იტალიის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული