"მილანში" მალდინი და ბობანი თანამდებობებზე დანიშნეს

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა მცველმა პაოლო მალდინიმ კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობა მიიღო.

ხოლო "მილანის" კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი ზვონიმირ ბობანი სპორტული დირექტორი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

50 წლის მალდინი "მილანის" აღზრდილია. ის "როსონერის" ფერებს მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა (1984-2009). კლუბმა მისი 3-ნომრიანი მაისურა ხმარებიდან ამოიღო.

აქამდე მალდინი კლუბში სტრატეგიული განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

50 წლის ბობანი კი "მილანში" 1991-დან 2001 წლამდე თამაშობდა და "როსონერის" მაისურით 4-ჯერ მოიგო სერია A, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. "მილანის" მაისურით მან 250
მატჩში 30 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2016 წელს კი ფიფას გენერალური მდივნის მოადგილედ დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული