რომელუ ლუკაკუმ ისევ გაიტანა, "ინტერმა" ისევ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ სექტემბერს, სერია A-ს მეორე ტურში "ინტერმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "კალიარი".

"ნერაძურიმ" ჩემპიონატის სტარტზე მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა და ისევე, როგორც წინა ტურში "ლეჩესთან" (4:0), კვლავ გამოიჩინა თავი ახალწვეულმა ლუკაკუმ, რომელმაც გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

მილანურ გუნდში დებიუტი ჰქონდა ახლახან "ატლეტიკოდან" გადასულ გოდინს.

"ინტერი" მესამე ტურში, 15 სექტემბერს "უდინეზეს" უმასპინძლებს.

კალიარი. "სარდენია". 16 412 მაყურებელი
კალიარი - ინტერი 1:2
გოლები: 0:1 მარტინესი (27), 1:1 პედრო (50), 1:2 ლუკაკუ (72, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული