მაურიციო სარიმ რონალდოს მიზნად 40 გოლის გატანა დაუსახა

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელ რონალდოს მიმდინარე სეზონში მიზანი დაუსახა.

სარის იმედი აქვს, რომ რონალდო გასულ სეზონზე უკეთ იასპარეზებს.

გასულ სეზონში რონალდომ 43 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ახლა კი სარი მისგან 40 გოლს მოელის.

ამ სეზონში პორტუგალიელმა ორ შეხვედრაში ერთხელ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული